ჩვენ შესახებ

IMG_0183.JPG

ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ,,სანიკიძე“ დაფუძნდა 2018 წელს სანიკიძის ოჯახის მიერ.

კომპანიის მიზანს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია და მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გაცნობა წარმოადგენს.

კომპანია ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშებისაგან ამზადებს სხვადასხვა სახეობის ღვინოებს, ასევე არაყსა და სხვა სპირტიან სასმელებს.

სანიკიძის ოჯახი ღვინის წარმოების პროცესში იყენებს ტრადიციულ ქართულ მეთოდებს, რომელიც სითხეში მინიმალურ ჩარევას გულისხმობს. კერძოდ, კომპანია ,,სანიკიძის“ წარმოებული სასმელებს წარმოების პროცესში არ ემატებათ ქიმიურ ნივთიერებები და მთლიანი პროცესი ნატურალური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს.

კომპანიას გააჩნია საკუთარი მარანი, რომელიც საქართველოში, კერძოდ იმერეთის რეგიონში მდებარე ქალაქ სამტრედიაში მდებარეობს. მარანი აღჭურვილია ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის აუცილებელი ყველა თანამედროვე დანადგარით. მარანში ასევე განთავსებულია ქვევრები, რომლებიც ღვინის საწარმოებლად და შესანახად გამოიყენება უძველესი დროიდან.

კომპანია ,,სანიკიძეს“ ამ დროისათვის სათავეში უდგას სანიკიძის ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდა მეღვინეთა მეოთხე თაობა, რომლებიც აგრძელებენ ოჯახის ტრადიციას და უძღვებიან საოჯახო ბიზნესს.

გაზიარება