რქაწითელი
Ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო
ღვინო რქაწითელი დამზადებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში ამავე სახელწოდების განთქმული კახური თეთრყურძნიანი ჯიშისგან.
ღვინის მოყვარულებს ხიბლავს კარგად გამოკვეთილი ჯიშური თვისებები.
რთველის დროს ვენახებიდან გულისყურით შერჩეული რქაწითელის ჯიშის ყურძნის გადატანა საწარმომდე მხოლოდ სპეციალური ყუთებით ხდება.
ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გაჯერებულია გამოხატული მწვანე ხილისა და ციტრუსის გამოკვეთილი არომატებით. გამახალისებელი მჟავიანობა, მძიმე სხეული და ზომიერი ალკოჰოლი კიდევ უფრო აძლიერებს ღვინის ხასიათს.
ალკ
12%
რეგიონი
კახეთი
წელი
2021