Ციცქა-ცოლიკოური კრახუნა
თეთრი მშრალი ღვინო
ღვინო დამზადებულია იმერეთის რეგიონის ცნობილი თეთრყურძნიანი ციცქის, ცოლიკოურისა და კრახუნას ყურძნის ჯიშებისაგან.
ღვინო განეკუთნება ქართული თეთრი მშრალი ღვინოების კატეგორიას. ღვინო პოპულარობით სარგებლობს მსუბუქი მაღალმჟავიანი ღვინის მოყვარულებში.
ვენახები გაშენებულია იმერეთის რეგიონში მდებარე სოფელ ობჩაში. საგანგებოდ ირჩევა მოსავლის მიღების დრო. დიდი ყურადღებით ხდება მტევნების გადარჩევა. ასეთი არომატული და დაბალანსებული ღვინის შექმნა ჩვენი გუნდის შერჩევითი მიდგომის, ჯიშური მახასიათებლებისა და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების სინთეზმა განაპირობა.
ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა უაღრესად დახვეწილი თეთრი ბლის, მსხლის, თეთრი ლეღვის და ხმელი სუნელების არომატებით, მაღალი მჟავიანობით, შესანიშნავი ბალანსით, მსუბუქი სხეულითა და ზომიერი ხავერდოვანი დაბოლოებით.