ქისი
თეთრი მშრალი ღვინო
ქისი კახეთის უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისაგან წარმოებული თეთრი მშრალი ღვინოა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგზოტიკური ჯიშებისა და ორიგინალური წყნარი ღვინის მოყვარულთა შორის.
ქისის ჯიშის ვენახები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მდებარეობს. რთველისას დიდი ყურადღება ექცევა დაკრეფის დროსა და მტევნების გადარჩევას. მტევნების დასაცავად ყურძნის მიღება სპეციალური ყუთებით ხდება.
შეფერილობით ღია ჩალისფერ ღვინოს ამშვენებს ვაშლის, მსხლისა და ციტრუსების კარგად გამოხატული არომატები. ხასიათდება მსუბუქი სხეულით, ზომიერი გამახალისებელი მჟავიანობითა და ხავერდოვანი დაბოლოებით.
ალკ
12%
რეგიონი
კახეთი
წელი
2020